ბარნოვის ქუჩის 10 ნომერში მდებარე 49-ე სკოლის შენობა, სამსართუ-ლიანი ულამაზესი სასახლე გენერალმა, გრაფმა ვლადიმერ ლევანდოვსკიმ 1903 წელს იმ გიმნაზიისთვის ააშენებინა, რომელიც პეროვსკაიას (ახლანდელი ახვლედიანის) ქუჩაზე თავად გაეხსნა.
გრაფი თვითონაც ამ სასახლეში ცხოვრობდა და რევოლუციამაც აქვე მოუსწრო. აღნიშნულ შენობაში ჯერ შრომის სკოლა, მერე კი რუსული სკოლა გაუხსნიათ, რომე-ლიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მე-9 რუსულ ვაჟთა სკოლად გადა-უკეთებიათ. 2006 წლიდან აქ 49-ე საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.
ძველი სასახლიდან გარე ფასადი და ინტერიერის ნაწილებია შემორჩენილი: თაღები, ბუხრები, კიბე...
გიმნაზიის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებული ცნობილი ავიაკონსტრუქტორი, იგორ სიკორსკი გახლდათ. მისი ოჯახი საქართველოში კიევიდან გადმოსახლებულა. საბურთალოს მინდვრებზე პირველი აეროპლანი სწორედ ამ კაცს გაუშვია. სიკორსკიმ 1910 წელს დაამთავრა ლევანდოვსკის გიმნაზია, სადაც მასწავლებლად მისი ბიძა მუშაობდა. ეს უკანასკნელი 37 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა.
ნინო-მომეწონა შენი ბლოგი.მადლობა მინდა გითხრა ტრენინგის ორგანიზაციისათვის.
ReplyDelete