Wednesday, April 1, 2015

ბარნოვის ქუჩის 10 ნომერში მდება­­რე 49-ე სკოლის შენობა, სამსარ­თუ­-­ლიანი ულამაზესი სასახლე გენე­რალმა, გრაფმა ვლადიმერ ლევან­დოვსკიმ 1903 წელს იმ გიმნაზიის­თვის ააშენებინა, რომელიც პეროვ­სკაიას (ახლანდელი ახვლედიანის) ქუჩაზე თავად გაეხსნა.

გრაფი თვითონაც ამ სასახლეში ცხოვრობდა და რევოლუციამაც აქვე მოუსწრო. აღნიშნულ შენო­ბა­ში ჯერ შრომის სკოლა, მერე კი რუსული სკოლა გაუხსნიათ, რომე­­-ლიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მე-9 რუსულ ვაჟთა სკოლად გადა­­-უკეთებიათ. 2006 წლიდან აქ 49-ე საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.

ძველი სასახლიდან გარე ფასადი და ინტერიერის ნაწილებია შემორ­ჩენილი: თაღები, ბუხრები, კიბე...

გიმნაზიის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებული ცნობილი ავიაკონსტრუქტორი, იგორ სიკორ­სკი გახლდათ. მისი ოჯახი საქართ­ველოში კიევიდან გადმოსახლე­ბუ­ლა. საბურთალოს მინდვრებზე პირველი აეროპლანი სწორედ ამ კაცს გაუშვია. სიკორსკიმ 1910 წელს დაამთავრა ლევანდოვსკის გიმნაზია, სადაც მასწავლებლად მისი ბიძა მუშაობ­და. ეს უკანასკნელი 37 წლის რეპრე­სი­ებს ემსხვერპლა.